„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ინტენსიურად უკავშირდებიან მოქალაქეებს, ახორციელებენ პირადობის მოწმობების ჩამორთმევას და 200 ლარის სანაცვლოდ სთავაზობენ, რომ ეს ქმედება „ქართულ ოცნებას“ გადააბრალონ - მამუკა წოწერია

Primetime.ge 2 თვის წინ 27
„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ინტენსიურად უკავშირდებიან მოქალაქეებს, ახორციელებენ პირადობის მოწმობების ჩამორთმევას და 200 ლარის სანაცვლოდ სთავაზობენ, რომ ეს ქმედება „ქართულ ოცნებას“ გადააბრალონ - მამუკა წოწერია
„ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა წოწერიამ ბრიფინგი გამართა. მან ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას მოუწოდა, რომ კონკრეტული ფაქტები შეისწავლონ.„ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო გარემოში მათთვის ჩვეული დესტრუქციული ქმედებები შემოაქვს. მათი წარმომადგენლები ინტენსიურად უკავშირდებიან მოქალაქეებს როგორც სოფლებში, ისე ქალაქებში, ახორციელებენ პირადობის მოწმობების ჩამორთმევას და მოქალაქეებს სთავაზობენ რომ 200 ლარის სანაცვლოდ ეს ქმედება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს გადააბრალონ. გარდა ამისა, საარჩევნო კამპანიაში უკვე ჩართეს ყოფილი ხელისუფლების ზონდერ ჯგუფების წარმომადგენლები რომლებსაც არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში კონკრეტული დავალებები აქვთ. ვასახელებთ კონკრეტულ პირებს, რომლებიც პასპორტების და პირადობების ჩამორთმევის საქმეში არიან ჩართულები. ესენი არიან: ენმ-ს წევრები - დავით ფიფია, მამუკა გოგია, გაგა ჯალაღონია და დავით ვეკუა. ვასახელებთ კონკრეტულ მაგალითს: წუხელ, რიყეში ასაკოვან შვილმკვდარ დედასთან მივიდნენ და სთხოვეს, რომ 200 ლარის სანაცვლოდ მიეცა მათთვის პირადობა და კამერების წინ დაეფიქსირებინა, რომ ეს ქმედება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განახორციელეს. იგივე ფაქტები დაფიქსირდა ყულიჩკარში, ჯიხაშკარში და დევნილთა დასახლებაში, ზუგდიდში“, - განაცხადა წოწერიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია