"ნაცმოძრაობის" ლიდერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ანა წითლიძე ტყუილს უწოდებს

Primetime.ge 3 საათი წინ 1
"ნაცმოძრაობის" ლიდერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ანა წითლიძე ტყუილს უწოდებს
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ანა წითლიძე ტყუილს უწოდებს."მეგობრებო, არსად არ დასტურდება ინფორმაცია ზუგდიდში სცენიდან გადმოვარდნილი ბიჭის შესახებ. არც საავადმყოფოებში, არც თვითმხილველებში. წარმოუდგენელია ასეთი ინფორმაცია დაიმალოს და ტყუილი რა საჭიროა, ვერ ვხვდები. იქნებ, ჯერ გაარკვიოთ და მერე წეროთ", - წერს წითლიძე Facebook-ზე."ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი მუმლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას, ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულ საკითხზე დღეს განცხადება გაავრცელა "ქართული ოცნების" პრესსამსახურმა. "მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში "ნაცმოძრაობის" ლიდერის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია" - აღნიშნულია განცხადებაში. 
სრულად წაიკითხეთ სტატია