"ნაცმოძრაობა" არის კრიმინალური სინდიკატი, რომლის დანაშაულებრივი ბუნება ევროპული სასამართლოს მიერ არის დადასტურებული" - რატი იონათამიშვილი

Primetime.ge 1 თვე წინ 14
"ნაცმოძრაობა" არის კრიმინალური სინდიკატი, რომლის დანაშაულებრივი ბუნება ევროპული სასამართლოს მიერ არის დადასტურებული" - რატი იონათამიშვილი
"კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" - საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს. გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, გაფლანგვის ბრალდებაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება უსამართლო არ იყო. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა სასამართლოს მიუკერძოებლობის ნაკლებობაზე. სასამართლომ არ დაადგინა დარღვევა უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა ინსტანციის განაჩენის გაუქმების ნაწილში.გადაწყვეტილებას გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი, რომლის განცხადებითაც ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის "კრიმინალური სინდიკატი.""ფაქტია, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სახელმწიფომ აბსოლუტურად ყველა საქმე მოუგო "ნაციონალურ მოძრაობას" და უკვე ფაქტია ისიც, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ეს არის კრიმინალური სინდიკატი, რომლის მმართველობაში არიან ის კრიმინალები, ვისი დანაშაულებრივი ბუნება ევროპული სასამართლოს მიერ არის დადასტურებული, მათ შორის, კეზერაშვილი, რომელიც ძარცვავდა ქართულ ჯარს.ყველაზე დრამატულია ის, რომ ამას სჩადიოდა 2008 წელს. დღეს ჩვენ უკვე ვიგებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა, რომ არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია და ის არის საერთაშორისო დამნაშავე. შესაბამისად, ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც ხელს აფარებს ამ დამნაშავეს, ან ამ დამნაშავის ქურდულად მოპარული. თანხით იკვებება, არის თანამოზიარე იმ დანაშაულის, რომელიც ამ ადამიანმა ჩაიდინა ქართული სახელმწიფოსა და ქართული ჯარის წინააღმდეგ," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში წერს თავად დავით კეზერაშვილიც."დღეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩემ მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რაც წარმოადგენდა კიდეც ჩემი სარჩელის მთავარ მიზანს. მიუკერძოებლობის დარღვევა ნიშნავს რომ საქმის განხილვა მოხდა ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპების დარღვევით, რაც ადასტურებს რომ ქართული სასამართლოს განაჩენი მოტივირებულია არა ობიექტური სამართლებრივი საფუძვლებით, არამედ სხვა არალეგიტიმური ინტერესებით.საზოგადოებისთვის მინდა დავაზუსტო, რომ სტრასბურგის სასამართლო არ არის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში ეროვნულ დონეზე წარმოდგენილ ბრალდებაზე მსჯელობს და განაჩენს გადასინჯავს. ამიტომ ჩემი ბრალეულობის დადასტურებაზე მითითება არაკეთილსინდისიერი მანიპულაციაა, რამდენადაც სტრასბურგის სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საქმის არსობრივ მხარეზე," - წერს კეზერაშვილი სოციალურ ქსელში.
სრულად წაიკითხეთ სტატია