„ნაცმაიდანის“
განხორციელების
საშუალებას ჩვენ მათ არ
მივცემთ", - ამის შესახებ
უმრავლესობის ლიდერმა,
მამუკა მდინარაძემ ცოტა
ხსნი წინ გამართულ
ბრიფინგზე განაცხადა,
სადაც პარლამენტის
მიმდებარედ გამართულ
საპროტეტსო აქციებს
გამოეხმაურა.მდინარაძის
თქმით, ადამიანებს
აპროტესტებინებენ იმას,
რაც მათ გუნდს არ
უთქვამს."ნაცმაიდანის"
განხორციელების
საშუალებას ჩვენ მათ არ
მივცემთ, გამორიცხულია.
ჩვენი სწორი
გადაწყვეტილებით
ერთგვარად გადმოვწიეთ 16-20
დეკემბრის ძალიან ცუდი
მოვლენები ცოტათი ადრე.ეს
იყო გადაწყვეტილება,
რომელიც არ მოიცავდა
ევროინტეგრაციის არა თუ
შემაჩერებელ, არამედ
შემაფერხებელ რაიმე
ფრაზას, წინადადებას, ან
სიტყვასაც კი. მსგავსი
სიტყვა ჩვენს გუშინდელ
განცხადებაში არ
არის.პარადოქსია, რომ ხალხს
აპროტესტებინებენ ისეთ
რამეს, რაც ბუნებაში არ
არსებობს. აქ მარტივია
გავიაროთ რასთან გვაქვს
საქმე. ეუბნებიან - თქვენ
აპროტესტებთ იმას, რაც თქვა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ.
აპროტესტებინებენ იმას,
რაც არ უთქვამს ირაკლი
კობახიძეს, რაც არ
გვითქვამს ჩვენ.ჩვენ
ვიქნებით თუ არა
მახვეწარის როლში - არა, არ
ვიქნებით. თუკი ვინმე
ჩათვლის, რომ მოსალოდნელ
ვადაზე ადრე საქართველომ
შეიძლება მიიღოს
პრივილეგია და გაეხსნას
მოლაპარაკებები, ვიდრე
ასოცირების ხელშეკრულებით
ნაკისრი ვალდებულებების
90%-ს შეასრულებს, დღესვე
მოვაწერთ
ხელს.გამოგვცადონ, არ
უნდათ?! დადონ მაგიდასთან
და დღესვე ვაწერთ ხელს. თუ
ეს თეორიულად
შესაძლებელია, გაგვტესტონ,
გამოგვცადონ, დაგვსაჯონ -
მათ ხომ ჰგონიათ, რომ ჩვენ
ჩელიაბინსკში გავიღვიძებთ
ერთ მშვენიერ დღეს,
გამოგვცადონ და დღესვე
ევროკავშირში
გაწევრიანებაზე დაიწყონ
საუბარი, დღესვე ვაწერთ
ყველანაირ მსგავს
დოკუმენტს ხელს დიდი,
გულწრფელი სიხარულით", -
განაცხადა მამუკა
მდინარაძემ.