“ნაპოლი” “არსენალის” ფეხბურთელის შეძენას ცდილობს

News.ge 1 კვირა წინ 14
“ნაპოლი” “არსენალის” ფეხბურთელის შეძენას ცდილობს

“ნაპოლიმ” “არსენალთან” პოლონეთის ნაკრების 24 წლის მარცხენა მცველის იაკუბ კივიორის შესაძენად დაიწყო მოლაპარაკებები, – იტყობინება “ტუტოსპორტი”.
ნეაპოლურმა კლუბმა კივიორში 15 მილიონი შესთავაზა, “არსენალი” კი 25 მილიონს ითხოვს და მზადაა იანვარში მიყიდოს. აღნიშნულია, რომ “ნაპოლის” მწვრთნელს ანტონიო კონტეს კივიორის დამატება სურს და მოლაპარაკებები გაგრძელდება.
მიმდინარე სეზონში იაკუბმა “არსენალში” ყველა ტურნირზე 12 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 30 მილიონია.

სრულად წაიკითხეთ სტატია