ნანუკა ჟორჟოლიანი: პოლიტიკაში, უპატიებელი მხოლოდ სამშობლოს ღალატია

News.ge 3 თვის წინ 42
ნანუკა ჟორჟოლიანი: პოლიტიკაში, უპატიებელი მხოლოდ სამშობლოს ღალატია
, პრეზიდენტად, ნიკას შეწყალების შემდეგ ვაღიარე და იმიტომ კი არა, რომ ჩემი მეგობარი შეიწყალა, იმიტომ რომ აღმოაჩნდა ქართულ პოლიტიკაში დეფიციტური თვისება, პირად წყენებზე მაღლა დადგა. ამ თვისების დანახვამ გამიჩინა განცდა, რომ ის ყველას პრეზიდენტია.
თუ პოლიტიკოსს, პირად წყენაზე, ემოციაზე, ბრაზზე, მაღლა დგომა არ შეუძლია, ქვეყნის სათავეში მოსვლის უფლება არასოდეს უნდა მიეცეს.
ამ თვისების დეფიციტი დღევანდელ ოპოზიციაშიცაა და გუშინდელ ხელისუფლებაშიც. ქართულ ოცნებაზე საერთოდ არც ვლაპარაკობ.
თუ გვინდა დამთავრდეს ჩემიანი და მისიანი, თუ გვინდა გყვავდეს მთავრობა, რომელსაც ექნება განცდა რომ ყველასია, მისი მაგინებლისაც კი, ამ თვისებაზე უნდა დავტესტოთ.
თუ ბიძინას დამარცხების ფორმულა კოალიციებია, ცალკე, ერთად, რა ერთობაც იქნება ეფექტური და ამას დაშლის ვინმე, პირადი ემოციის გამო, ხმა არასოდეს მისცეთ.
პოლიტიკაში, უპატიებელი მხოლოდ სამშობლოს ღალატია. და როცა სამშობლოს მოღალატეებს გამარჯვების შანსს აძლევ შენი ეგოს გამო, შენი ადგილი პოლიტიკაში არაა.
ეხება ყველა პოლიტიკოსს, რომლისთვისაც გამარჯვებაზე მნიშვნელოვანია “მე”,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.
სრულად წაიკითხეთ სტატია