ნანუკა ჟორჟოლიანი: დღეს დამარცხდა ყველა, ვისთვისაც რუსეთი უცხო ძალაა და 9 აპრილს დაჩეხილი და მოკლული ხალხი, გარდაცვლილი ადამიანი

News.ge 1 კვირა წინ 14
ნანუკა ჟორჟოლიანი: დღეს დამარცხდა ყველა, ვისთვისაც რუსეთი უცხო ძალაა და 9 აპრილს დაჩეხილი და მოკლული ხალხი, გარდაცვლილი ადამიანი
“დღეს, როცა სინდისის პატიმრების მშობლები იდგნენ მემორიალთან, ყველაზე ემოციური სტუდენტების ალყა იყო.
ყველა უნივერსიტეტის სტუდენტები, სწავლობდნენ თუ არა სინდისის პატიმრებთან, დღეს ყველა იდგა ჯაჭვში.
დღეს დედები შვილებს და შვილები დედებს იცავდნენ.
მშობლების განცდა რომ უსამართლობას სადმე უნდა ამოეხეთქა იკითხებოდა მათ ყველა ქმედებაში, როცა იგებდნენ რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები უახლოვდებოდნენ მემორიალს.
ლომ დედებს ემსგავსებოდნენ.
რომელსაც თმენის დიდი უნარი აქვს, მაგრამ თუ გაბრაზდა ვეღარაფერი აკავებს.
ჰოდა გაიმარჯვეს!
დედებმა და ყველამ ვინც რუსთაველზე იდგა.
რაზე?!
რაზე და ფარისევლობაზე და ტყუილზე.
დღეს დამარცხდა ყველა, ვისთვისაც უცხო ძალაა და 9 აპრილს დაჩეხილი და მოკლული ხალხი, გარდაცვლილი ადამიანი.
დღეს, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ცხადად დაინახეს რომ დღის წესრიგის მდგენელი არიან სხვები.
და პრემიერ მინისტრი ეკლესიაშიც კი ტიტუშკებთან ერთად დადის.
რადგან ყველა, თუნდაც პატარა გამარჯვების შერგება მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რომ ეს დღე გვეკუთვნის ყველას, ვისთვისაც რუსეთი მტერია და დანარჩენი ცივილიზებული სამყარო მოყვარე,” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
სრულად წაიკითხეთ სტატია