ნანა დიხამინჯია: სპექტაკლზე ახორციელებენ ორგანიზებულ შეტევას, აქამდე დავედით. წიგნების აკრძალვაზე როდის გადავალთ, ველი

News.ge 3 საათი წინ 4
ნანა დიხამინჯია: სპექტაკლზე ახორციელებენ ორგანიზებულ შეტევას, აქამდე დავედით. წიგნების აკრძალვაზე როდის გადავალთ, ველი
“ტვიმედზე ვინც მუშაობს, სირცხვილით როგორ არ იწვის ყოველ დილას, არ ვიცი.
მარიკა ბაკურაძეს ვერ ვთაგავ და “ოქროს გლობუსის” საერთაშორისო ჟურნალისტთა წევრობით რომ იწონებდა თავს, მანდ იციან, რომ ჰომოფობიურ და სიძულვილის წამახალისებელ არხზე მუშაობს?
სპექტაკლზე ახორციელებენ ორგანიზებულ შეტევას, აქამდე დავედით. წიგნების აკრძალვაზე როდის გადავალთ, ველი.
აფსუს, 90-იანებში გოგი გახარია ფსიქოში რა რთული ფილმების ჩვენებას ახერხებდა და სადამდე დავეცით, რომ თურმე სპექტაკლი რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს და ლგბტ პროპაგანდას აწარმოებს.
ამ არხის მფლობელის ქალიშვილი ღიად ლესბოსელია, ქალზეა დაქორწინებული და შვილიც ჰყავს. და ამ დროს მამამისი სპექტაკლებს ერჩის. ამათ უტვინობაზე და ბოროტებაზე მეტად ეს ფარისევლობაა გულისამრევი. წარმომიდგენია, მათივე შვილებს როგორ რცხვენიათ ასეთი მშობლების,” – წერს სოციალურ ქსელში “ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია.
სრულად წაიკითხეთ სტატია