
“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია:
ეს გადაცემა რომ გავაზიარე წუხელ, ყველა მიწერდა, მაგას ქოცები არ უყურებენო.
გავიღვიძე და აღარ იხსნება, ტვიმედს დაურეპორტებია ქოფირაითის გამო. რა ხდება გადაცემაში? ბექა დეტალურად ყვება, როგორ აშტერებს ტვიმედი საკუთარ მაყურებელს ისეთი უგემოვნო და გულისამრევი შოუების გამოყენებით, როგორიცაა “ვინ ვინ არის” და ამის ახსნისას გამოყენებულია კადრები ამ შოუდან.
ამ უხარისხო შოუს კადრები ბევრგან შემხვედრია, სადმე დაურეპორტებია ტვიმედს? ცხადია, არა. მაგრამ ახლა ძალიან აეწვათ ბექას ოსტატური კონტრასტები. მითუმეტეს, რომ ბექა ამტკიცებს – ასეთ დამამცირებელ შოუებში მონაწილეობა პარტიის ერთგულებისთვის მოითხოვება დიქტატურაშიო და მართალიცაა: სახეს ასე რომ წაიშლი, მუხლუხოდ და ძაღლრობოტად რომ იქცევი ეთერში, მერე ვინ შემოგხედავს სერიოზულად სადმე?
უბრალოდ, მინდა მიხვდეთ, რომ კი, გვიყურებენ, გვკითხულობენ, გვისმენენ და ამ ყველაფრის გავრცელება არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს მხარეს ზოგჯერ წინასწარ სასოწარკვეთილებას ვამჩნევ – “მაინც არ უყურებენ, მაინც აზრი არ აქვს” – და ეს არის დამარცხების ფსიქოლოგია. ყველა საინფორმაციო არხი ნაცისტების ხელში იყო და ჩამოყრილ პროკლამაციებს მაინც ჰქონდა აზრი. კედლებზე მიწერილ სიტყვებს ჰქონდა გავლენა.
ქოცების ერთგული და მართლა გამოშტერებული მომხრე ალბათ 10%-ია. დანარჩენები უჭირავთ შიშით, მოსყიდვით და კონფორმიზმით – ამ ყველაფერში კი დიდ რესურსს ხარჯავს. პროპაგანდის მიზანია, მოსახლეობის 90% დააშტეროს ისე, რომ აღარ დასჭირდეს შიშის და მოსყიდვის მექანიზმების გამოყენება. ამიტომ ცდილობს, სწრაფად გაგვაჩუმოს. შესაბამისად, ყველა ასეთი ვიდეო, ყველა სიუჟეტი მნიშვნელოვანია და არ დაგეზაროთ გაზიარება.
ბექა მოახერხებს, ისე გადააკეთოს სიუჟეტი, რომ რეპორტმა აღარ იმუშაოს. და თუ ვერ მოახერხა, აქ ვართ ასიათასობით ადამიანი, ვისაც შეგვიძლია, საკუთარ ფეიჯებზე ნაწილ-ნაწილ დავდოთ ეს ვიდეოები, გვსდიოს მერე ტვიმედმა.