ნათია მეზვრიშვილი: „ოცნებისთვის“ გურია მილიონერი ფეოდალი ვასილ ჩიგოგიძეა (გუშინ ნაცი, დღეს ქოცი)

News.ge 5 საათი წინ 6
ნათია მეზვრიშვილი: „ოცნებისთვის“ გურია მილიონერი ფეოდალი ვასილ ჩიგოგიძეა (გუშინ ნაცი, დღეს ქოცი)

“„ოცნებისთვის“ გურია მილიონერი ფეოდალი ვასილ ჩიგოგიძეა (გუშინ ნაცი, დღეს ქოცი). ამ კაცის კეთილდღეობაში აქვს „ოცნებას“ ჩადებული ყველა რესურსი იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ ეს კაცი არის „ოცნების“ რესურსი – ვალს აბრუნებს. ამ კაცს 15-მდე ბინა/სახლი აქვს თბილისში, ბათუმში, ბაკურიანში, ჩაქვში; მიწის ნაკვეთები ურეკში და ახალშენში; ბიზნეს აქტივები 30-მდე კომპანიაში. ფულს ჯერ ნაცებს სწირავდა, ახლა ქოცებს სწირავს. ამ კაცის ქონებრივი მდგომარეობაა „ოცნების“ პრიორიტეტი და რიგით გურულებს საკუთარი შრომით აშენებული თითო მამაპაპისეული სახლი ჩამოენგრევათ თუ არა, „ოცნების“ საზრუნავი არ არის. რიგითებზე ზრუნვას ფული მიაქვს, ჩიგოგიძეზე ზრუნვას ფული მოაქვს. ასეთია კორუფციული რეჟიმის ბუნება,” – წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.

სრულად წაიკითხეთ სტატია