
“როცა კრიმინალი ხედავს, რომ პოლიციას, პროკურატურას და ზოგაგად სახელმწიფოს მისთვის არ სცალია, უკონტროლო ხდება. აუცილებლად მოიმატებს ქალებზე და ბავშვებზე ძალადობები, ქურდობები, ძარცვები და ყაჩაღობები (მათ შორის ბინაში შეღწევით), ნარკოტიკული დანაშაული, დაჭრები, მკვლელობები და ორგანიზებული დანაშაული. დაბრუნდება დანაშაულის ისეთი გამოვლინებები, რომლებიც დიდი ხანია მივიწყებას მიეცა. სულ უფრო მეტი ადამიანი წავა დავის გადასაწყვეტად „კანონიერ ქურდებთან“. ეს ტენდენციები უკვე იკითხება გაყალბებულ ოფიციალურ სტატისტიკაში, ქუჩაში ე.წ. „ბეზპრიძელში“ და სულ მალე საკუთარ თავზე ყველა ვიგრძნობთ. მომდევნო ხელისუფალის უდიდესი გამოწვევა იქნება ქვეყანაში სამართლიანი წესრიგის დამყარება. იქნება კრიმინალი და უწესრიგობა, არ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა,” – წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.