ნათია მეზვრიშვილი: ანუ ქვეყანას არც ლეგიტიმური მთავრობა ჰყავს და არც – არალეგიტიმური. საერთოდ არ არსებობენ

News.ge 5 საათი წინ 12
ნათია მეზვრიშვილი: ანუ ქვეყანას არც ლეგიტიმური მთავრობა ჰყავს და არც – არალეგიტიმური. საერთოდ არ არსებობენ
“ტრაგედია რაშია იცით? იმ დონის არაკომპეტენტური და უავტორიტეტო ხალხია მართვაში, არანაირი ფასი არ აქვს სტიქიის ადგილზე ჩავლენ თუ არა და როდის ჩავლენ. მაინც არავის აქვს იმედი, რომ რამეს მოაგვარებენ, მითუმეტეს კრიზისს მართავენ – ერთი წუთით წარმოიდგინეთ კობახიძის და ყაველაშვილის მართული საგანგებო შტაბი. ერთი ყველაფერში ლუზერი და მეორემ მხოლოდ გინება იცის. კოვიდის დროსაც მაშინ გამოჩნდა საკოორდინაციო შტაბში, ყველაფერი მოგვარებული რომ იყო.
არც თვლიან რომ მათი ვალდებულებაა. გურია ამათთვის მხოლოდ მილიონერი ფეოდალი ვასილ ჩიგოგიძეა. მთავარია ეს კაცი იყოს მაძღარი. შესაბამისად, ჩავიდნენ ბიჭები, ფოტოები გადაიღეს, მდინარაძეს დაათოვა და წამოვლენ. თოვლია რა. დადნება.
ანუ ქვეყანას არც ლეგიტიმური მთავრობა ჰყავს და არც – არალეგიტიმური. საერთოდ არ არსებობენ. ხალხი მართავს ამათ ნაცვლად. ეს უმაქნისები კი უბრალოდ არიან, ხელფასს იღებენ და ფულს აკეთებენ. ჩვეულებრივი კორუმპირებული ბანდაა. გურიაშიც ახლა ფულის “პონტი” რომ იყოს, ერთმანეთს დაასწრებდნენ,” – წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
სრულად წაიკითხეთ სტატია