პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარის,
დავით მათიკაშვილის
განცხადებით, ნათელი გახდა
თუ რამხელა კოორდინაცია
არსებობს "გლობალური ომის"
პარტიასა და შვეიცარიულ
საბანკო სისტემას
შორის.მისი განმარტებით,
ნათელია, რომ ბაჩიაშვილთან
არსებული მოცემულობაც ამ
პროცესის გაგრძელებაა,
როდესაც შვეიცარიული
ბანკი არ აწვდის
გამოძიებას ინფორმაციას,
რისი ვალდებულებებიც მას
გააჩნია."ნათელი გახდა თუ
რამხელა კოორდინაცია
არსებობს "გლობალური ომის"
პარტიასა და შვეიცარიულ
საბანკო სისტემას შორის. 29
აპრილამდე, მანამ სანამ
ბიძინა ივანიშვილი
პირდაპირ ამხელდა
"გლობალური ომის" პარტიას
julius baer-ი ჩვეულებრივად
თანამშრომლობდა
ივანიშვილთან და მის
ოჯახთან. ისინი თავის
ვალდებულებებს და საბანკო
მომსახურებას ჩვეულებრივ
ახორციელებდნენ. მხილების
შემდეგ, ჯერ ამერიკელმა
მაღალჩინოსანმა ო ბაიანმა
გააკეთა განცხადება და
დაგმო ეს მხილება. შემდეგ,
შვეიცარიულმა ბანკმა,
ფაქტობრივად შეწყვიტა
ურთიერთობა ბიძინა
ივანიშვილთან და
ხელოვნური პრობლემები
შეუქმნა მას. ნათელია, რომ
ამ პროცესის გაგრძელებაა
ბაჩიაშვილთან არსებული
მოცემულობაც, როდესაც
შვეიცარიული ბანკი არ
აწვდის გამოძიებას
ინფორმაციას, რისი
ვალდებულებებიც მას
გააჩნია. ამ ყველაფრით
კიდევ ერთხელ იკვეთება, რომ
ბაჩიაშვილი სწორედ
გლობალური ძალების
მფარველობით სარგებლობს", -
განაცხადა დავით
მათიკაშვილმა.