“მწვანე ბარათის“ გათამაშება დაიწყო – რეგისტრაცია უფასოა

Dailyinfo.cc 1 კვირა წინ 10
“მწვანე ბარათის“ გათამაშება დაიწყო – რეგისტრაცია უფასოა

ფეისბუქის მეშვეობით საქართველოში ამერიკის საელჩო მწვანე ბარათის პროგრამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

პროცედურები და ვადები ასეთია:

მონაწილეობამდე სრულად გაეცანით ინსტრუქციას: https://bit.ly/DVGEO26;

რეგისტრაცია დაიწყო 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე და სრულდება 5 ნოემბერს, 20:00 საათზე;
რეგისტრაცია იყო და არის უფასო. ნუ გადაუხდით თანხას ვინმეს მონაწილეობისთვის;
რეგისტრაცია ხდება მხოლოდ ამ ვებგვერდზე: dvprogram.state.gov;

თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს;
რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ;

სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2025 წლის 3 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov;
აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას;

შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა: მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა;

მწვანე ბარათის ლატარიაში შერჩევა არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენ მიიღებთ საიმიგრაციო ვიზას ან მიხვალთ სავიზო გასაუბრების ეტაპამდე. გთხოვთ, გაეცნოთ პროგრამის ინსტრუქციას: https://bit.ly/DVGEO26.

სრულად წაიკითხეთ სტატია