მწერალი კლოდ ჟანვიე: „ენჯეოები“ სრულად არიან დამოკიდებულები საერთაშორისო ფინანსურ ოლიგარქიაზე, რადგან მათი მიზანი არა საჯარო სიკეთე, არამედ ფინანსური ელიტის ინტერესების მომსახურებაა, ისინი გამჭვირვალობის წინააღმდეგ მოქმედებენ

Primetime.ge 2 საათი წინ 2
მწერალი კლოდ ჟანვიე: „ენჯეოები“ სრულად არიან დამოკიდებულები საერთაშორისო ფინანსურ ოლიგარქიაზე, რადგან მათი მიზანი არა საჯარო სიკეთე, არამედ ფინანსური ელიტის ინტერესების მომსახურებაა, ისინი გამჭვირვალობის წინააღმდეგ მოქმედებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები სრულად არიან დამოკიდებულები საერთაშორისო ფინანსურ ოლიგარქიაზე და შესაბამისად, ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ გამჭვირვალობას. რაც უფრო ღიაა ფინანსები, მით მეტ სარგებელს იღებს საზოგადოება. მაგრამ რადგან არასამთავრობოების მიზანი არა საჯარო სიკეთე, არამედ ფინანსური ელიტის ინტერესების მომსახურებაა, ისინი გამჭვირვალობის წინააღმდეგ მოქმედებენ, - განაცხადა ფრანგმა მწერალმა კლოდ ჟანვიემ გადაცემა „იმედი LIVE“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც 20 წელზე მეტია გლობალურ პოლიტიკას იკვლევს.გადაცემის წამყვანმა, მაგდა ანიკაშვილმა მწერალს მის განცხადებაზეც ჰკითხა, რომელიც მან ერთ-ერთ ინტევრიუში ჯორჯ სოროსისა და მისი ორგანიზაციის შესახებ გააკეთა.„სოროსი დესტაბილიზაციის პროგრამების სპეციალისტია. მთელ რიგ ქვეყნებში იქნება ეს „არაბული გაზაფხული“, თუ სხვა მოვლენები, სწორედ სოროსი მოქმედებდა. დესტაბილიზაციის პროგრამები იქ ხორციელდება, სადაც დასავლური ელიტის ინტერესები სათანადოდ არ ტარდება. სოროსს უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს. ზოგ შემთხვევაში სრულ წარმატებას აღწევს, ზოგ შემთხვევაში - არა. მაგრამ საკმაო მღელვარების გამოწვევა ყველა საზოგადოებაში გამოსდის. ასე რომ, ის ძალიან საშიში ფიგურაა. მართალია თავად უკვე ხანდაზმულია, მაგრამ მისი შვილი განაგრძობს ფონდის ხელმძღვანელობას და იმავე მიზნებს ემსახურება“, - განაცხადა მწერალმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია