თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე
ავარია მოხდა. ერთმანეთს
მსუბუქი ავტომობილის და
სკუტერის მძღოლი
დაეჯახა.ავარიის შედეგად
სკუტერის მძღოლი
გარდაიცვალა. ადგილზე
იმყოფებოდნენ
სამართალდამცველები და
სასწრაფო-სამედიცინო
დახმარების
ეკიპაჟი. სამწუხაროდ,
მძღოლის გადარჩენა ვერ
მოხერხდა. შემთხვევის
ადგილიდან კადრები
სოციალურ ქსელში
გავრცელდა. შსს-მ ფაქტზე
გამოძიება 276-ე მუხლით
დაიწყო.