მცხეთის მერია, სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

News.ge 3 დღის წინ 10
მცხეთის მერია, სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მცხეთის მერია, სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
ქალაქი მცხეთა, თეატრონი:
10:00 -13:00 სთ – საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.
10:00-18:00 სთ – გამოფენა-გაყიდვები:
· საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია
· ბრენდირებული ნაწარმი
· ხალხური რეწვა
· სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები
· ხელნაკეთი ნივთები
· ქართული ტრადიციული სამზარეულოს სადეგუსტაციო კუთხეები
· საშემოდგომო ნობათი.
10:00- 18:00 სთ- სანახაობრივი და სპორტული წარმოდგენები:
· საბავშვო გასართობ-შემეცნებითი კუთხეები
· ატრაქციონები
· ეროვნული თვალსაჩინოებები
· ისტორიულ ეთნოგრაფიული სივრცეები
· სამაგიდო-ინტელექტუალური თამაშები
· სპორტის სხვადასხვა სახეობაში სახალხო შეჯიბრებები
· მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საშემოდგომო-სადეგუსტაციო სივრცეები.
11:00- 14:30 სთ- სადღესასწაულო კონცერტი (მცხეთის და მოწვეული მუნიციპალიტეტების ინდივიდუალური და შემოქმედებითი ჯგუფები).
13:30-14:00 სთ –მისალმება-მილოცვა (ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული საპატიო სტუმრები). საპატიო მოქალაქეების წარდგენა-დაჯილდოება.
15:30-16:45 სთ- ჯგუფი ,,ურსა“.
18:00- 19:30 სთ- გალა კონცერტი, ნუცა ბუზალაძე ბენდთან ერთად.
20:00-22:00 სთ-ფეხბურთი დიდ ეკრანზე – ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს.
22:00- 23:00 სთ მცხეთის ბენდი The light room.
წამყვანი -მცხეთის დრამატული თეატრის მსახიობი, ნუგზარ მწელიშვილი.
ქალაქი მცხეთა, თეატრონი.

სრულად წაიკითხეთ სტატია