მშვიდობის სანაცვლოდ NATO
აღმოსავლეთით აღარ
გაფართოვდება - ტრამპი
პუტინის პირობას
დაპირებით პასუხობს.
ალიანსი რუსეთის
საზღვართან არ მივა, რაც
NATO-ში უკრაინის,
საქართველოსა და მოლდოვას
მიღებას ავტომატურად
გამორიცხავს. ამერიკის
პრეზიდენტის პოზიცია
უკრაინის საკითხებში
მისმა წარმომადგენელმა ABC
News-თან ინტერვიუში
დაადასტურა. კიტ კელოგის
თქმით, მათთვის გასაგებია,
რომ პოსტსაბჭოთა
ქვეყნების NATO-ში ინტეგრაცია
რუსეთის ინტერესებს
ეწინააღმდეგება და დღის
წესრიგში არც უკრაინის
გაწევრიანება
დგას.გენერალ კელოგის
განცხადება თბილისში
არავის გაჰკვირვებია, მათ
შორის არც ის, რომ ომის
დასრულების ერთ-ერთი
პირობა არა მხოლოდ
უკრაინის, არამედ
საქართველოს NATO-ში
ინტეგრაციასაც
უკავშირდება.
სახელისუფლებო გუნდში
ამბობენ, რომ თავიდანვე
ნათელი იყო სამხედრო
აგრესიის დაწყების
გლობალური მიზეზი -
კონკრეტული
სახელმწიფოების
სტრატეგიული ინტერესები.
"ქართულ ოცნებაში"
აცხადებენ, რომ მიმდინარე
პროცესების მიუხედავად,
საქართველო ყოველთვის იყო
და რჩება ევროატლანტიკური
ინტეგრაციის
ერთგული.ტრამპის
მზადყოფნას პუტინის
პირობა განიხილოს, ომის
დასრულების ამერიკულ
ტაქტიკას უკავშირებენ
ოპოზიციაში. ხელისუფლების
ოპონენტები აცხადებენ, რომ
საქართველოს NATO-ში
გაწევრიანებაზე
გადამწყვეტი სიტყვა
სწორედ ამერიკას ეთქმის,
ამიტომ იმედოვნებენ, რომ
გაფართოების საკითხზე
პოზიციები გადაიხედება.რა
შედეგით დასრულდება
უკრაინის საკითხზე
ამერიკა-რუსეთის
შეთანხმება - ამას
საქართველოს ხელისუფლება
ქვეყნის უსაფრთხოების
გადმოსახედიდან
აკვირდება. "ქართულ
ოცნებაში" ამბობენ, რომ
მოლაპარაკების მაგიდაზე
NATO-ს გაფართოების საკითხს
ამერიკა-რუსეთის ეროვნული
ინტერესები განაპირობებს,
თუმცა საქართველოს
საკუთარი ინტერესი აქვს -
გარანტია, რაც ქვეყანას
სტაბილურობას და
მშვიდობას
შეუნარჩუნებს.კიტ კელოგის
განცხადებას რუსეთიდან
გამოეხმაურა და დახურული
მოლაპარაკებების შედეგი
უწოდა კრემლის
პრესსპიკერმა. დიმიტრი
პესკოვის თქმით, მოსკოვი
მოხარულია, რომ
აღმოსავლეთით NATO-ს
გაფართოების დაუშვებლობის
შესახებ ვაშინგტონს
პუტინის განმარტებების
ესმის.