ქართველი მეცნიერი და
ფსიქოლოგი ნოდარ
სარჯველაძე 79 წლის ასაკში
გარდაიცვალა. „მშვიდობით
განისვენე მამი, ჩემო
უაღრესად კეთილო და სათნო
ადამიანო. უფალმა
დაგიმკვიდროს ცათა
სასუფეველი. შეხვედრამდე“,
- წერს შვილი მარიკა
სარჯველაძე სოციალურ
ქსელში.ნოდარ სარჯველაძე
ბათუმში დაიბადა. 1968 წელს
დაამთავრა თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
ფილოსოფია-ფსიქოლოგიის
ფაკულტეტი. 1968-1971 წლებში
იყო საქართველოს
მეცნიერებათა
აკადემიის დ. უზნაძის
სახელობის
ფსიქოლოგიის
ინსტიტუტის
ასპირანტი. მისი
მეცნიერული კვლევის
მიმართულებებია:
პიროვნების
ფსიქოლოგია,
სოციალური
ფსიქოლოგია,
ფსიქოთერაპია,
ფსიქოლოგიის
ფილოსოფიური
პრობლემები. ნოდარ
სარჯველაძე იყო
ფსიქოლოგიურ
მეცნიერებათა
დოქტორი (1988 წელი),
პროფესორი, ადამიანის
რესურსების
განვითარების ფონდის
დამფუძნებელი.