„უპირველეს ყოვლისა,
კალანდას ვულოცავ გურიას
და სრულიად საქართველოს.
მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენს
გულებში, ოჯახებსა და
სამშობლოში. 2025 წელი
ყოფილიყოს სიკეთის,
კეთილდღეობის, ჩვენი
ქვეყნის გამთლიანების
მომტანი წელი. მინდა, მთელ
საქართველოს მივულოცო
შობა-ახალი წელი.
ბედნიერება ყოფილიყოს
თითოეული ჩვენი
თანამოქალაქის გულში“, -
აღნიშნა შალვა
პაპუაშვილმა.სახალხო
დღესასწაულზე,
პარლამენტის თავმჯდომარე
დეპუტატებთან ერთად
ტრადიციულ საკალანდო
რიტუალს
დაესწრო.ოზურგეთში, სოფელ
შემოქმედის ეთნოგრაფიულ
ეზოში ადგილობრივი
მეწარმეების პროდუქციის
გამოფენა-გაყიდვა
გაიმართა.ღონისძიებას
ასევე ესწრებოდნენ
ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები და
მიწვეული
სტუმრები.ღონისძიება
კონცერტით და ფოიერვერკით
დასრულდა.