საქართველოს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი
კობახიძის განცხადებით,
მუნიციპალიტეტებში
მერობის კანდიდატების
წარდგენა უახლოეს
პერიოდში მოხდება.როგორც
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,
ორ-სამ მუნიციპალიტეტზე
დარჩა პოზიციები
შესაჯერებელი.„ორ-სამ
მუნიციპალიტეტზე დაგვრჩა
შესაჯერებელი პოზიციები,
როგორც კი შევჯერდებით ამ
ორ-სამ შემთხვევაზე,
მაშინვე წარვადგენთ უკვე
ერთიან სიას. ეს ეხება
როგორც მუნიციპალიტეტის
მერებს, 63 კანდიდატს
რეგიონებში, ასევე ეხება
თბილისის საკრებულოსა და
ყველა საკრებულოს სიას“, -
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.