12 ოქტომბერს, ხაშურში
მომხდარი ავტოსაგზაო
შემთხვევის დროს
დაშავებული დების, 8 წლის
თათულის და 15 წლის ნიაკოს
დედა, სოფიო ხარშილაძე
სოციალურ ქსელში
მიმართვას ავრცელებს და იმ
ადამიანებს, რომლებიც რთულ
პერიოდში მას და მის
ქალიშვილებს გვერდით
დაუდგნენ, მადლობას
უხდის. სოფიო ხარშილაძე
თანადგომისა და
რეაბილიტაციისთვის საჭირო
თანხების მობილიზებისთვის
განსაკუთრებულ მადლობას
უხდის თავდაცვის
სამინისტროს და ამასთან,
დიმიტრი აბდუშელიშვილს და
თენგიზ ჩიტიაშვილს:„კიდევ
ერთი სამადლობელი პოსტით
მინდა მივიქციო თქვენი
ყურადღება… არაერთხელ
აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი,
რომ ცხოვრების ბოლომდე
უზომოდ მადლიერი ვიქნები
მათი, ვინც ჩვენი ამბავი
გულთან ახლოს მიიტანა –
ექიმებიდან დაწყებული,
საზოგადოების თითოეული
წევრით დამთავრებული.
მოგეხსენებათ, რომ ამ
დრომდე ყველამ
შესაძლებლობის მაქსიმუმი
გააკეთა და სწორედ ამიტომ
შევძელით შემდეგ ეტაპზე
გადასვლა, ანუ გოგონების
რეაბილიტაციაზე ზრუნვა…
თუმცა, რეაბილიტაცია რომ
უდიდეს ფინანსებთანაა
დაკავშირებული და თანაც
ქვეყნის გარეთ, ეს
ყველასთვის ცნობილია…
სწორედ ამიტომ, მინდა
განსაკუთრებული მადლობა
გადავუხადო თავდაცვის
სამინისტროს, დიმიტრი
აბდუშელიშვილს და თენგიზ
ჩიტიაშვილს. მსურს, ყველამ
იცოდეთ ამ ადამიანების
სახელ-გვარები და იცოდეთ,
რომ ისინი
თანამედროვეობის გმირები
არიან!“, – წერს სოფიო
ხარშილაძე სოციალურ
ქსელში