“მსურს მოედანზე რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო,, მაგრამ…” – რა თქვა მიქაუტაძემ “ანჟერთან” მატჩის შემდეგ?

News.ge 1 კვირა წინ 12
“მსურს მოედანზე რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო,, მაგრამ…” – რა თქვა მიქაუტაძემ “ანჟერთან” მატჩის შემდეგ?

ლიგა 1-ის მე-14 ტურში “ლიონის” “ანჟერთან” 3:0 გამარჯვების შემდეგ, მატჩის ბოლო გოლის ავტორმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, თუმცა ესმის, რომ ალექსანდრ ლაკაზეტი “ლიონისთვის” ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და ფიგურაა.
“ბუნებით სპორტსმენი ვარ და რა თქმა უნდა, მსურს, რომ უფრო ხშირად ვითამაშო, მაგრამ ისიც მესმის, რომ აქ ლაკაზეტი ლეგენდაა და მან როგორც პრემიერლიგაში, ასევე “ლიონის” ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვა, ალექსი მონდომებას არც ახლა აკლებს და საკუთარ მაქსიმუმს აკეთებს, კონკურენცია კი გუნდის შედეგებს აუმჯობესებს.
ბავშვობიდან
მინდოდა, რომ “ლიონის” ისტორიაში შევსულიყავი, ახლა კი ეს სურვილი გამიორმაგდა”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, გიორგიმ მიმდინარე სეზონში ფრანგული გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 18 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 1 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

სრულად წაიკითხეთ სტატია