მსოფლიოში ყველაზე გაძვირებული საქონელი – მაისის რეიტინგი

News.ge 2 დღის წინ 16
მსოფლიოში ყველაზე გაძვირებული საქონელი – მაისის რეიტინგი

მსოფლიოში ყველაზე გაძვირებული საქონელი – მაისის რეიტინგი
მსოფლიოში ყველაზე გაძვირებული საქონელი მაისში კაკაოს მარცვლები და პლატინა იყო.
სწორედ ეს პროდუქტები გახდნენ მაისში საფონდო ბირჟაზე არსებულ საქონელს შორის ფასების ზრდის ლიდერები. ამის შესახებ RIA იტყობინება ICE Futures-ის, CME Group-ის და შანხაის ლითონის ბირჟის მონაცემებზე დაყრდნობით.
შოკოლადის წარმოებაში გამოყენებული კაკაოს ფასი ერთ თვეში 11%-ით გაიზარდა. სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს შორის ყველაზე მეტად ფორთოხლის წვენი გაძვირდა – 7.9%-ით, შემდეგ ბრინჯი და შვრია, ორივეს ფასმა 2.9%-ით მოიმატა.
პლატინამ აჩვენა მეორე ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი ყველა აქტივს შორის და გახდა ლითონი, რომლის ფასიც ყველაზე მეტად გაიზარდა. მაისში ის 9.2%-ით გაძვირდა. გარდა ამისა, მოიმატა კალის ფასებმა – 5.2%-ით, ხოლო სპილენძის – 3.1%-ით. ოქროს ფასი კი პირიქით, შემცირდა 2.9%-ით.
ენერგეტიკის სეგმენტში დადებითი დინამიკა აჩვენეს ქვანახშირმა (ზრდა 8.2% თვეში), ბუნებრივმა აირმა ევროპაში (5.5%) და ურანმა (5.4%).
მაისში ყველაზე ცუდი მაჩვენებლები ყავას ჰქონდა – რობუსტას ფასი 13.2%-ით დაეცა, არაბიკას კი – 11%-ით. ლითიუმი კი მესამე ადგილზე იყო ზარალის მომტანი აქტივების სიაში, რომელმაც ღირებულების 9.2% დაკარგა.

სრულად წაიკითხეთ სტატია