მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ცენტრები 2025 წელს

News.ge 3 თვის წინ 32
მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ცენტრები 2025 წელს

ფინანსური ცენტრები თანამედროვე ეკონომიკის ძირითადი საყრდენია. ისინი მსოფლიო მასშტაბით კაპიტალის მობილიზებას, ვაჭრობის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვას უწყობენ ხელს. გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსის (GFCI) 37-ე გამოცემის მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-მა მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიანი ფინანსური ცენტრების ჩამონათვალი შემოგვთავაზა.
ცნობისთვის, GFCI 37 შედგენილია 140 შეფასების საზომის გამოყენებით წყაროებიდან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია და გაერო. ისინი გაერთიანებულია GFCI-ის ონლაინკითხვარიდან შეგროვებულ შეფასებებთან – სულ გამოყენებულია 4946 რესპონდენტის 31,314 შეფასება.
GFCI-ის მოდელში, რომელმაც მთლიანობაში 119 ფინანსური ჰაბი შეაფასა, გამოყენებული ფაქტორები კონკურენტუნარიანობის ხუთ სფეროდ არის დაჯგუფებული:
· ბიზნესგარემო: სისტემების გამჭვირვალობა და სტაბილურობა, მარეგულირებელი სირთულე
· ადამიანური კაპიტალი: კვალიფიციურ პროფესიონალებზე წვდომა, განათლებაში ინვესტიციები
· ინფრასტრუქტურა: ფიზიკური და ციფრული ინფრასტრუქტურის ხარისხი
· ფინანსური სექტორის განვითარება: კლიენტებისთვის ხელმისაწვდომობა, ციფრული გადაწყვეტილებების შემუშავება
· რეპუტაცია: სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემების სანდოობა
20 ყველაზე კონკურენტუნარიანი ფინანსური ცენტრი მსოფლიოში (2025 წელი):
როგორც ხედავთ, ტოპ-10-ში შემავალი ფინანსური ცენტრებიდან ოთხი ჩრდილოეთ ამერიკაში, კერძოდ -ში მდებარეობს: ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო, ჩიკაგო და ლოს-ანჯელესი. საშუალოდ, ამ რეგიონში არსებული ცენტრების რეიტინგი 1.41%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ევროპას, აქ დომინაციას ლონდონი ინარჩუნენს, რომელიც რეგიონის შვიდ სხვა ქალაქთან ერთად გლობალურ ტოპ-20-ში მოხვდა. ანგარიშის თანახმად, დასავლეთ ევროპაში საშუალო რეიტინგი 2.14%-ით გაიზარდა.
ტოპ-20-ში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ექვსი ფინანსური ცენტრი მოხვდა, რომელთაგან ოთხი ჩინეთში მდებარეობს – ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი, შანხაი, შენჭენი და პეკინი). ამ რეგიონის საშუალო რეიტინგი 2.06%-ით გაიზარდა.
ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის წამყვან ცენტრებს დუბაი და აბუ-დაბი წარმოადგენს. პირველი მათგანი გლობალური სიის ტოპ-20-ში გვხვდება. მან GFCI 37-ში ოთხი პოზიციით აიწია და, როგორც ჩამონათვალშიც შენიშნავდით, მე-12 ადგილი დაიკავა.

სრულად წაიკითხეთ სტატია