იაპონიაში 116 წლის ასაკში,
არსებული მონაცემებით,
მსოფლიოში ყველაზე
ხანდაზმული ადამიანი
გარდაიცვალა. იაპონიის
საზოგადოებრივი
ტელევიზიის, NHK-ის
ინფორმაციით, ტომიკო
იტოოკა 2024 წლის 29 დეკემბერს
ჰიოგოს პრეფექტურის
სამხრეთში მდებარე ქალაქ
ასიის მოხუცთა სახლში
გარდაიცვალა. ადგილობრივი
მედიის ცნობით, იგი მშვიდი
სიკვდილით, "ასაკთან
დაკავშირებული
გართულებების" შედეგად
გარდაიცვალა.Guinness World Records-ის
მონაცემებით, ტომიკო
იტოოკა მსოფლიოს უხუცეს
ადამიანად 2024 წლის
აგვისტოში აღიარეს, მას
შემდეგ, რაც 117 წლის ასაკში
ესპანელი მარია ბრანიას
მორერა
გარდაიცვალა.იტოოკა
პირველი მსოფლიო ომის
დაწყებამდე, 1908 წლის 23 მაისს
იაპონიის ქალაქ ოსაკაში
დაიბადა. იტოოკა სამი
და-ძმიდან ყველაზე უფროსი
იყო.2024 წლის სექტემბრის
მდგომარეობით, იაპონიაში 100
წელს გადაცილებული 95,000-ზე
მეტი ადამიანი ცხოვრობს,
რომელთა 88% ქალებია.