საქართველოს საპატრიარქოს
საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახური
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქს, ილია
მეორეს დაბადების დღეს
ულოცავს.„დიდი
სიყვარულითა და
პატივისცემით ვულოცავთ
უწმინდესსა და უნეტარესს,
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქს,
მცხეთა-თბილისის
მთავარეპისკოპოსს,
ბიჭვინთისა და
ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტ ილია II-ს
დაბადებიდან 92-ე წელს.
გულითადად ვუსურვებთ
ჩვენს უწმინდესს უფლის
შეწევნას, ჯანის
სიმრთელესა და
მრავალჟამიერ
სიცოცხლეს.მადლობა უფალს
ესოდენ გამორჩეული და
მადლმოსილი
პატრიარქისთვის; ვმადლობთ
უწმინდესს მისი
მრავალმხრივი და მდიდარი
ღვაწლისთვის, სიყვარულისა
და მზრუნველობისათვის,
ქართველი ერის ჭეშმარიტად
სულიერი
მწყემსმთავრობისთვის.მრავალჟამიერ
თქვენი სიცოცხლე, ჩვენო
პატრიარქო!“, - აღნიშნულია
მილოცვაში.