საქართველოს თავდაცვის
ძალების ნატო-საქართველოს
ერთობლივი წვრთნებისა და
შეფასების ცენტრის
სამწყობრო მოედანზე
მრავალეროვნული
სამეთაურო-საშტაბო
სწავლების - ETERNITY 2024 გახსნის
ოფიციალური ცერემონიალი
ჩატარდა.თავდაცვის
სამინისტროს ინფორმაციით,
სწავლების საშტაბო და
საველე კომპონენტებში
სამი ქვეყნის -
საქართველოს, თურქეთისა და
აზერბაიჯანის სამხედრო
მოსამსახურეები, ასევე
შინაგან საქმეთა
სამინისტროს სტრატეგიული
მილსადენების დაცვის
დეპარტამენტისა და
საქართველოს რკინიგზის
წარმომადგენლები
მონაწილეობენ.თავდაცვის
ძალების მეთაურის
მოადგილემ, ბრიგადის
გენერალმა ირაკლი
ჭიჭინაძემ სწავლების
მონაწილეებს სიტყვით
მიმართა და სწავლების
წარმატებით აღსრულება
უსურვა.სწავლების
სცენარის მიხედვით,
ვაზიანის საწვრთნელ
რაიონში სტრატეგიულად
მნიშვნელოვანი
ობიექტებისა და რეგიონის
ეკონომიკური პროექტების
დაცვა გათამაშდება.ETERNITY 2024
მრავალეროვნულ გარემოში
უწყებათაშორისი
კოორდინაციისა და
საგანგებო სიტუაციების
დროს კომუნიკაციის
დახვეწას, ასევე რისკების
მართვასა და
ურთიერთთავსებადობის
გაზრდას ისახავს მიზნად.