მოხალისეთა ორგანიზაციამ
"ახალგაზრდობა და
ვეტერანები ეროვნული
თავდაცვისა და
უსაფრთხოებისთვის" 2025 წლის
პირველი ნაკადი
მიიღო.გომბორის
მოსამზადებელ ცენტრში,
ნოემბრის ჩათვლით,
მოხალისეები შეისწავლიან
შემდეგ დისციპლინებს:
თვითგადარჩენა, საცეცხლე
მომზადება, დრონების
მართვა, პირველადი
სამედიცინო დახმარება,
საინჟინრო მომზადება,
ტოპოგრაფია,
კიბერ-უსაფრთხოება.
პარალელურად, მოეწყო ღია
კარის დღეც.სტუმრებმა
დაათვალიერეს სასწავლო
ცენტრის ინფრასტრუქტურა;
მიიღეს ინფორმაცია
მიმდინარე და დაგეგმილი
თეორიული და პრაქტიკული
სასწავლო კურსების
შესახებ.