საქართველოს
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, 10 მაისიდან 10
ივნისამდე
ბაღდათი-კურორტი საირმეს
მონაკვეთზე მოძრაობა დღის
განმავლობაში რამდენიმე
საათით
შეიზღუდება.„შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ქუთაისი
(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-
ბენარას საავტომობილო
გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის
სარეაბილიტაციო
სამუშაოების წარმოების
პერიოდში, ბაღდათი-კურორტი
საირმეს მონაკვეთზე, 2025
წლის 10 მაისიდან 10
ივნისამდე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ყოველდღიურად შეიზღუდება
10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00
სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო,
დღე-ღამის დანარჩენ
პერიოდში,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია“, –
აღნიშნულია ინფორმაციაში.