მოქალაქეებს ვთხოვთ
რეჟიმთან წინააღმდეგობას
ყველა ნაბიჯზე და ვუშვებთ
თანამშრომლობის
გამონაკლისებს, რომელიც
დღეს გენერლებმა დაუშვეს, –
ამის შესახებ პარტია
„ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი
ნიკა მელია სოციალურ
ქსელში წერს.როგორც მელიამ
აღნიშნა, საგამოძიებო
კომისიასთან
თანამშრომლობა რეჟიმის
დახმარება და მისი წესებით
თამაშია.„არალეგიტიმურ
პარლამენტში, ოკუპანტი
ქვეყნისათვის საჭირო
პოზიციის
ჩამოსაყალიბებლად
გამართულ კომისიაზე,
არცერთ ნათქვამ ფრაზას არ
აქვს ფასი. აქ კონტექსტი
განსაზღვრავს ყველაფერს,
თუ მონაწილეობ ე.ი.
ეხმარები – ესაა
მოცემულობა, არ არსებობს
მაგრამ. ამ ფარსში
მონაწილეობა
არმონაწილეობაზე თუ ვერ
ვთანხმდებით, რაზე უნდა
შევთანხმდეთ და როგორ.
მოქალაქეებს ვთხოვთ
რეჟიმთან
ართანამშრომლობას და
წინააღმდეგობას ყველა
ნაბიჯზე და ვუშვებთ
თანამშრომლობის
გამონაკლისებს, რომელიც
დღეს გენერლებმა დაუშვეს
და ხვალ შეიძლება, სხვა
კონტექსტში სხვამ დაუშვას.
ვეხმარებით რეჟიმს,
ვთამაშობთ მათ თამაშს და
მათი წესებით“, – წერს ნიკა
მელია.ცნობისთვის, „2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმისა
და რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
დროებითი საგამოძიებო
კომისიის“ კითხვებს
ამჟამად 2008 წლის აგვისტოს
ომის დროს საქართველოს
შეიარაღებული ძალების
გაერთიანებული შტაბის
ხელმძღვანელი, გენერალი
ზაზა გოგავა პასუხობს.
კომისიაზე ასევე
დაბარებულია გენერალი
მამუკა ყურაშვილი.