მოქალაქეების მხრიდან ცალკეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ უნდა იქნას გამოყენებული კანონით განსაზღვრული ღონისძიებები - ომბუდსმენის ოფისის განცხადება

Primetime.ge 3 კვირის წინ 37
მოქალაქეების მხრიდან ცალკეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ უნდა იქნას გამოყენებული კანონით განსაზღვრული ღონისძიებები - ომბუდსმენის ოფისის განცხადება
მოქალაქეების მხრიდან ცალკეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ უნდა იქნას გამოყენებული კანონით განსაზღვრული კონკრეტული, ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები - სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცლებს."29-30 ნოემბრის ღამეს თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მონაწილეების მიმართ რამდენიმე ეტაპად განხორციელდა საპოლიციო ღონისძიებები.სახალხო დამცველმა არაერთხელ განმარტა, რომ მოქალაქეების მხრიდან ცალკეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ უნდა იქნას გამოყენებული კანონით განსაზღვრული კონკრეტული, ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები, თუმცა ეს არც ერთ შემთხვევაში არ წარმოშობს მთლიანი აქციისა და მშვიდობიანი მომიტინგეების სრულად დაშლის კანონიერ საფუძველს.გარდა ამისა, 30 ნოემბრის დილის საათებში, აქციის დაშლის დროს, მშვიდობიან მომიტინგეთა მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და ათეულობით მოქალაქის დაკავების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა.გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების მიხედვით, სამართალდამცველები განურჩევლად ყველას მიმართ იყენებდნენ სპეციალურ საშუალებებს, აკავებდნენ ნებისმიერ მოქალაქეს ვისაც ფიზიკურად მისწვდებოდნენ, ახორციელებდნენ მათ დევნას შეკრების ძირითადი ლოკაციიდან დაშორებით კერძო ობიექტებშიც კი, ჯგუფურად და მრავალჯერადად ძალადობდნენ დაკავებულებზე და მიზანმიმართულად თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს.გასულ ღამეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და  დაკავებულების მიმართ ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული აბსოლუტური უფლების - წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის დარღვევას.შემაშფოთებელია, რომ ბოლო პერიოდში კონვენციის საწინააღმდეგო პრაქტიკის სახით მკვიდრდება საპროტესტო აქციების დაშლისას მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობის  მასშტაბური და განმეორებადი ხასიათის ფაქტები.განსაკუთრებით შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები, სადაც ასახულია დაკავებულების მიმართ სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფორმები, მეთოდები და  გამოვლენილი სისასტიკის ხარისხი.სახალხო დამცველის რწმუნებულები გასული ღამისა და მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს. მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა კლინიკაში ინახულა სპეცრაზმელების შესაძლო ძალადობის შედეგად დაზიანებული ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი. მისი განმარტებით, საპროტესტო აქციაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც გაურკვეველი საგანი მოხვდა თავში და დაკარგა გონება.რწმუნებულებმა ვიზიტები განახორციელეს და ამ წუთებშიც განაგრძობენ დაკავებულების მონახულებას, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მდებარე იზოლატორებში და ასევე, ბათუმის აქციაზე დაკავებული პირების - აჭარასა და გურიაში.გასული ღამისა და დღევანდელი დღის განმავლობაში, რწმუნებულებმა 41 პირი მოინახულეს, რომელთაგან 40 პირს ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სტატუსი აქვს. 28 დაკავებულმა მიუთითა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტზე (რეაგირება არ სურს 12 მათგანს); დამატებით 2 პირს აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, თუმცა, ერთთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, რადგან მოთავსებული იყო სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო მეორემ, რომელიც ასევე კლინიკაში იმყოფებოდა, განმარტებების გაკეთება არ ისურვა; 18 პირს, ძირითადად, სახის არეში აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანება.პირები, რომლებიც სავარაუდო არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ, ძირითადად, მიუთითებდნენ სამართალდამცავების მხრიდან მიზანმიმართულ, მათ მიერ დაფიქსირებული სამოქალაქო პოზიციის გამო ანგარიშსწორების მიზნით განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე. ზოგიერთი დაკავებულის თქმით, ფიზიკური ძალადობა მათ მიერ ხორციელდებოდა არამარტო უშუალოდ დაკავების პროცესში, არამედ, ავტომობილშიც.სახალხო დამცველის აპარატი ამ დროისთვისაც განაგრძობს დაკავებული პირების მონახულებას სხვადასხვა ქალაქში, რომელთა შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება.უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში,"- ნათქვამია განცხადებაში. 
სრულად წაიკითხეთ სტატია