მოსამართლე გიორგი ჩემია
გარდაიცვალა. სამწუხარო
ინფორმაციას მისი კოლეგა
მაია ჯვარშეიშვილი
ავრცელებს.„მე ძალიან
კეთილი, ერთგული და საიმედო
მეგობარი
მყავდა... მრცხვენია, რომ
გვერდით ისე ვერ დავუდექით,
როგორც იმსახურებდაო,
ერთმა ძალიან კარგმა
ადამიანმა დაწერა...
მართალია.. გვაპატიე გიო,
რომ ისე ვერ დაგიდექით
გვერდით, როგორც
იმსახურებდი...შენ არ
დაგიმსახურებია ის
ტკივილი, რომელსაც ვერ
გაუძელი. მშვიდად
განისვენე... უფალი, რომელიც
შენ გწამდა, გიყვარდა და
გეიმედებოდა, ყველაფერს
ხედავს... მჯერა, შენი სული
დაიმკვიდრებს სასუფეველს
მართალთა შორის და
იქიდანაც არ მოაკლებ
ლოცვას შენს ოჯახს... არც
ჩემი ოჯახი დაგავიწყდება...
ამქვეყნად ხომ არ გვაკლდა
შენი ლოცვა. მშვიდობით..
უსამართლობაა შენი
გარდაცვალება, გიორგი
ჩემია“, - წერს მაია
ჯვარშეიშვილი.ცნობისთვის,
გიორგი ჩემია სანდრო
გირგვლიანის საქმის
განმხილველი იყო.2002-2006
წლებში იყო ჩოხატაურის
რაიონული სასამართლოს
მოსამართლე და მივლინებით
მოსამართლის
უფლებამოსილებას
ახორციელებდა რუსთავის
საქალაქო
სასამართლოში;2006-2010 წლებში
იყო თბილისის საქალაქო
სასამართლოს მოსამართლე;2010
წლის ოქტომბრიდან
დაინიშნა თბილისის
სააპელაციო სასამართლოს
მოსამართლედ.