გარემოს ეროვნული
სააგენტოს ცნობით, 11
აპრილამდე საქართველოში
მოსალოდნელია წვიმა, ზოგან
ძლიერი, მაღალმთაში ზოგან
თოვლი, დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი,
ზღვაზე 4-5 ბალიანი
შტორმი.მოსალოდნელმა
ძლიერმა წვიმებმა
შესაძლებელია მდინარეებზე
წყლის დონეების
მნიშვნელოვანი მატება,
ხოლო პატარა მდინარეებზე
წყალმოვარდნები
გამოიწვიოს. ქვეყნის
მაღალმთიან რაიონებში
შესაძლებელია ზვავების
ფორმირება, ხოლო
გორაკ-ბორცვიან და მთიან
ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების ჩასახვა -
გააქტიურება (საფრთხის
დონე საშუალო).