ამინდის გრძელვადიანი
პროგნოზების განყოფილების
უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე,
„პრაიმტაიმთან“ თებერვლის
თვის პროგნოზზე
საუბრობს:მისი თქმით,
თებერვლის ბოლომდე,
დასავლეთ საქართველოში,
ჰაერის საშუალო
ტემპერატურა, 7-8 გრადუსია
მოსალოდნელი.„ცალკეულ
დღეებში, დასავლეთ
საქართველოში,
მოსალოდნელია
ტემპერატურის დაკლება - 3
გრადუსამდე. კოლხეთის
დაბლობზე, -5
გრადუსამდე.ასევე ცალკეულ
დღეებში, მოსალოდნელია
ტემპერატურის მომატება +22
გრადუსამდე. მთიან
რაიონებში, მოსალოდნელია +3
+4 გრადუსი, ხოლო მაღალმთიან
რაიონებში +1. ცალკეულ
დღეებში, კი -16 გრადუსამდე
დაიწევს
ტემპერატურა.დასავლეთში,
ნალექები მოსალოდნელია
ნორმასთან ახლოს და
ნორმაზე ნაკლები.რაც
შეეხება აღმოსავლეთ
საქართველოს, ჰაერის
საშუალო ტემპერატურა,
მოსალოდნელია +2, +5 გრადუსი
ქართლშიც და კახეთშიც.
ცალკეულ დღეებში,
მოსალოდნელია
ტემპერატურის დაკლება -7, -8
გრადუსამდე, მთაში
მოსალოდნელია საშუალო
ტემპერატურა +2 გრადუსი.
ცალკეულ დღეებში, ბარში, + 19
გრადუსამდე
დათბება.ნალექებს რაც
შეეხება, აღმოსავლეთ
საქართველოში მთლიანად,
ნორმაზე ნაკლებია.ცალკეულ
დღეებს რაც შეეხება, 14
თებერვალს, მოსალოდნელია
ნალექი და ცოტა ქარი. 15-16-ში
უნალექო ამინდია
მოსალოდნელი.17 თებერვლიდან
- 19 თებერვლამდე კვლავ
ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.ქარს რაც
შეეხება - 14 თებერვალს
გაძლიერდება და 20 მ/წმ
სიჩქარის ქარი იქნება.
ასევე 17-ში, დღის ბოლოდან
19-მდე მოსალოდნელია ქარის
გაძლიერება“,- თქვა ხათუნა
ქოქოსაძემ.