მეტეოროლოგი, კობა
ფარტენაძე უახლოესი
დღეების ამინდის პროგნოზს
აქვეყნებს:„მოსალოდნელია
ამინდის მნიშვნელოვანი
ცვლილება და არსებულთან
შედარებით ტემპერატურის
მკვეთრი კლება.12 და 13
დეკემბერს ღრმა ციკლონურ
მორევთან არსებული ცივი და
ნოტიო ჰაერის მასები
დაიწყებს საქართველოს
ტერიტორიაზე გავრცელებას,
რომელიც დაასრულებს
დასავლეთში +20 გრადუსიან
სითბოს და მნიშვნელოვნად
გაავდრდება, იწვიმებს,
ზოგან ძლიერად, ყველგან
იქროლებს დასავლეთის
ძლიერი ქარი, ზღვაზე
შეიქმნება შტორმული
სიტუაცია.14 დეკემბერს -
დასავლეთში ყველგან და
აღმოსავლეთში ზოგან
მოსალოდნელია თოვლი,
დაბლობსა და ბარში
შესაძლოა მყარი თოვლის
საფარი არ შეიქმნას, მაგრამ
თოვლის ფანტელებს იხილავს
ყველა, ღამით 0 C სთან ახლოს
იქნება ტემპერატურა,
დღისით კი +1, +3 გრადუსი.მთიან
და მაღალმთიან ზონაში
ყველგან მოსალოდნელია
თოვლი და ქარბუქი, გზებზე
ლიპყინული და ხილვადობის
შემცირება“, - წერს
მეტეოროლოგი.