აღდგომის ბრწყინვალე
შვიდეული გვირგვინდება
კვირიაკით, რომელსაც
ეწოდება კვირაცხოვლობა,
ანუ ახალი კვირა, იგივე
აღდგომის განახლება. ამ
დღიდან მოყოლებული, ყოველი
კვირა დღე აღდგომის
დღესასწაულია.იცვლება
მისალმების წესიც:
აღდგომიდან 40 დღის
განმავლობაში ქრისტიანები
შეხვედრისას „გამარჯობის“
ნაცვლად ერთმანეთს
ახარებენ: „ქრისტე აღსდგა“
— „ჭეშმარიტად!“
„ჭეშმარიტად აღსდგა!“
„ჭეშმარიტად აღსდგა
ქრისტე!“კვირაცხოვლობას
ტაძრებში დაჭრილი არტოსი –
საგანგებოდ გამომცხვარი
პური რიგდება, რომელიც
აღდგომის დღიდან მთელი
ბრწყინვალე შვიდეულის
მანძილზე ეკლესიებში
კანკელის წინ პატარა
მაგიდაზე დევს და დიდი
მადლით იმოსება.
მორწმუნეები მას
განსაცდელისას, სულიერი და
ხორციელი უძლურების დროს
იღებენ.