ფოლკლორის სახელმწიფო
ცენტრი ღრმა მწუხარებას
გამოთქვამს გივი შანიძის
გარდაცვალების
გამო.როგორც ფოლკლორის
ცენტრის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაშია აღნიშნული,
გივი შანიძე დაბადა 1951 წლის 7
აპრილს.1970 წელს დაამთავრა
ქუთაისის მუსიკალური
სასწავლებლის
საგუნდო-სადირიჟორო
ფაკულტეტი, 1995 წელს –
თბილისის სულხან-საბა
ორბელიანის სახელობის
სახელმწიფო პედაგოგიური
უნივერსიტეტი.გივი
შანიძეს მომღერლობისა და
ლოტბარობის საკმაოდ დიდი
გამოცდილება ჰქონდა.
მღეროდა: ამიერკავკასიის
სიმღერისა და ცეკვის
სამხედრო ანსამბლში;
საქართველოს მუსიკალური
და ქორეოგრაფიული
საზოგადოების კამერულ
გუნდში: საქართველოს
სახელმწიფო ფილარმონიის
ანსამბლ დოლურში (სოლისტი),
საქართველოს სახელმწიფო
ორკესტრ რეროში
(ჯაზქორალი).1980 წელს
საქართველოს სახელმწიფო
ფილარმონიის ბაზაზე
დააარსა ფოლკლორული
ანსამბლი კოლხეთი.
ანსამბლმა მსოფლიოს 45
ქვეყანაში იმოგზაურა,
ჰოლანდიაში გამოსცა სამი
ალბომი, რომელიც 50
ქვეყანაში გავრცელდა.1998
წელს, საქართველოს
პრეზიდენტის ბრძანებით,
ქართული ფოლკლორის
განვითარებასა და
პოპულარიზაციაში შეტანილი
წვლილისათვის მიენიჭა
ღირსების ორდენი.2015 წლიდან
იყო ზესტაფონის
მუნიციპალიტეტის
სიმღერისა და ცეკვის
ანსამბლ ზესტაფონის
სამხატვრო ხელმძღვანელი
და სალოტბარო სკოლის
კონსულტანტი.