„მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ადამიანი და მისი ჯანმრთელობა იქნება მთავარი ამოცანა და მიზანი, ყველა სახელმწიფო პროგრამის ფუნქციონირებისთვის“ - მიხეილ სარჯველაძე

Primetime.ge 3 კვირის წინ 8
„მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ადამიანი და მისი ჯანმრთელობა იქნება მთავარი ამოცანა და მიზანი, ყველა სახელმწიფო პროგრამის ფუნქციონირებისთვის“ - მიხეილ სარჯველაძე
„მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ადამიანი და მისი ჯანმრთელობა იქნება მთავარი ამოცანა და მიზანი ყველა სახელმწიფო პროგრამის ფუნქციონირებისთვის“, -აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, თითოეული ადამიანი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნება.„მადლობა პრემიერ მინისტრს, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის პრიორიტეტული საკითხების მიმართ იჩენს. მომდევნო წლიდან, არაერთი პროგრამა განიცდის ცვლილებას. შესაბამისად, პროგრამები, საზოგადოების ინტერესების საკეთილდღეოდ, გაუმჯობესებული და გაძლიერებული სახით იქნება წარმოდგენილი.  აღსანიშნავია ინფრასტრუქტურული განვითარებაც, გვაქვს განსაკუთრებული გეგმები, ეს უკავშირდება რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარებას, ბავშვთა ინფექციურ მიმართულებას, ასევე - ბავშვთა ონკოლოგიას, მედიკამენტების ხარისხსა და კონტროლს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.  ეს არის ის პროდუქტი, რომელსაც საზოგადოება არათუ უბრალოდ იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სრულად უფლებამოსილია აქ მკაცრად დააწესოს ის ჩარჩოები, რომლის ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი ასეთი პროდუქციის დისტრიბუცია და სხვა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია