მომავალ ორშაბათს
საქართველოს პარლამენტს
წარედგინება მთავრობის
შემადგენლობა ნდობის
გამოსაცხადებლად, აქედან
გამომდინარე, მინდა ვთხოვო
ყველა სამინისტროს,
დავიწყოთ მუშაობა
სამთავრობო პროგრამის
საბოლოოდ დაზუსტებაზე, -
ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
სხდომაზე
განაცხადა.როგორც
მთავრობის მეთაურმა
აღნიშნა, პარლამენტს
წარედგინება როგორც
სამთავრობო, ასევე 4-წლიანი
პროგრამა. „როგორც
მოგეხსენებათ, ორშაბათს,
მთავრობის
შემადგენლობასთან ერთად,
ჩვენ უნდა წარვუდგინოთ
საქართველოს პარლამენტს
სამთავრობო პროგრამაც,
4-წლიანი პროგრამაც და
მნიშვნელოვანია, რომ ყველა
დეტალი იყოს დაზუსტებული.
ეს არის ჩემი თხოვნა
თითოეული სამინისტროს და
მინისტრის მიმართ. ჩვენ
გვაქვს ამბიციური ამოცანა,
რომელიც ასახულია
სამთავრობო პროგრამაში. 4
წლის თავზე ჩვენ
განვითარების სრულიად
სხვა ეტაპზე უნდა
გადავიყვანოთ ჩვენი
ქვეყანა, ამას
უზრუნველყოფს ჩვენი
სამთავრობო პროგრამა. ახლა
მთავარია ყოველდღიური
მუშაობა იმისათვის, რომ
ყველა ამოცანა სათანადოდ
შესრულდეს“, - განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.