მოლოდინი გვაქვს, 5 წელში 700-დან 2000-მდე გაიზრდება სტარტაპების რაოდენობა – ირაკლი ნადარეიშვილი

News.ge 5 დღის წინ 18
მოლოდინი გვაქვს, 5 წელში 700-დან 2000-მდე გაიზრდება სტარტაპების რაოდენობა – ირაკლი ნადარეიშვილი

“ქართული ოცნების” მთავრობის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ამბობს, რომ სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღების ამოცანა, როგორც ადგილობრივი სტარტაპების წახალისება, ისე რეგიონიდან სტარტაპების მოზიდვაა.
მან ერთპარტიული პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ცვლილებებიდან გამომდინარე მოლოდინებზე ისაუბრა.
“როგორც მოგეხსენებათ პრემიერ-მინისტრმა ამ ინიციატივაზე შარშან გააკეთა პირველად განცხადება და ამას მყისიერად მოჰყვა მათ შორის საერთაშორისო დაინტერესება, რეგიონის ეკოსისტემებმა იციან და არანაკლები მოლოდინი აქვთ კანონის ამოქმედების, ვიდრე ქართულ სტარტაპებს. მათი ინტერესია, რომ მოხდეს საქართველოში რელოკაცია.
მომდევნო 5 წლის განმავლობაში მოლოდინი გვაქვს, რომ 700-დან 2 000 სტარტაპამდე გაიზრდება ეკოსისტემის მოცულობა, რაც ნიშნავს, რომ 1 მლნ მოსახლეზე 149-დან 540 სტარტაპამდე გაიზრდება მაჩვენებელი. ასევე, საუბარია მომდევნო 5 წლის განმავლობაში კერძო კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით დაახლოებით 11 მლრდ ლარის ინვესტიციების მოზიდვის მოლოდინზე, რაც გაცილებით აჭარბებს იმ ფისკალურ ეფექტს შეღავათის ნაწილში, რაც იქნება განხორციელებული”,- თქვა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მთავრობა ინოვაციურ სტარტაპ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. პარლამენტში უკვე შევიდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მომზადებულ კანონპროექტი. კანონპროექტით შემოდის ინოვაციური ს ცნება, რომლის მიმართაც მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები იმოქმედებს.
რა შეღავათებს სთავაზობს მთავრობა ინოვაციურ სტარტაპებს?

სრულად წაიკითხეთ სტატია