"მოვუწოდებდი ISFED-ს, რომ
ანგარიში გამოაქვეყნონ და
შემდეგ გააკეთონ რაიმე
ტიპის კომენტარები" - ამის
შესახებ განცხადება
პარლამენტის ფრაქცია
"ქართული ოცნების"
თავმჯდომარის მოადგილე,
ლევან მაჭავარიანმა
გააკეთა.მაჭავარიანი ISFED-ის
განცხადებას ეხმაურება,
რომლის თანახმად,
ამომრჩეველთა გენდერულ
მონაცემებში არსებულ
შეუსაბამობებზე ცესკოს
განმარტებები
არასაკმარისია.ლევან
მაჭავარიანი სპეკულაციაზე
საუბრობს."ეს არის მორიგი
ცილისწამება. კიდევ ერთხელ
შევახსენებ ჩვენს
საზოგადოებას, რომ ზუსტად
იგივე პრინციპით
არჩევნები ჩატარდა 6-ჯერ,
შუალედური არჩევნები და
ცესკომ ჩაატარა 8 პილოტი,
სადაც ყველამ მონაწილეობა
მიიღო, ოპოზიციამაც,
პოზიციამაც,
არასამთავრობო
ორგანიზაციებმაც და ა.შ.
შესაბამისად, ეს ყველაფერი
არის ისევ ჰაერიდან
მოტანილი სპეკულაცია.
ერთადერთი, რაც პირველადად
ობიექტური თქვა ISFED-მა და მე
ძალიან გამიკვირდა, არის
ის, რომ მათი პარალელური
ხმის დათვლა აბსოლუტურ
თანხვედრაშია ცესკოს
შედეგებთან, მაგრამ ისინი
ანგარიშს არ აქვეყნებენ.
მოვუწოდებდი ISFED-ს, რომ
ანგარიში გამოაქვეყნონ და
შემდეგ გააკეთონ რაიმე
ტიპის კომენტარები," -
აცხადებს ლევან
მაჭავარიანი.