მოვუწოდებ, დარჩნენ თავიანთი სიტყვის ერთგული, არაფერი დაშავდება საერთოდ რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში - პირიქით, რეკომენდებულიც კი არის - იაგო ხვიჩია

Primetime.ge 1 თვე წინ 23
მოვუწოდებ, დარჩნენ თავიანთი სიტყვის ერთგული, არაფერი დაშავდება საერთოდ რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში - პირიქით, რეკომენდებულიც კი არის - იაგო ხვიჩია
ოპოზიციის დიდი ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ჯერ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ნაწილი კი 4 ოქტომბერს ჩანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. განსხვავებული პოზიცია აქვთ პარტია "გირჩსა" და "ფედერალისტებში"."პოლიტიკური პარტია აპრიორი ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობ, მაგრამ ვინაიდან ჩვენ უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არავინ იცის რა მოხდება არჩევნებამდე, შეიძლება ჩხუბი დაიწყოს ერთმანეთში, შეიძლება საერთოდ გააუქმონ არჩევნები. მოცემულ შემთხვევაში, მე მოვუწოდებ, რომ დარჩნენ თავიანთი სიტყვის, პრინციპების ერთგული და არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. გრძნობთ თქვენ მათ ნაკლებობას პოლიტიკაში? - მეც ვერ ვგრძნობ და არაფერი დაშავდება საერთოდ რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. პირიქით, რეკომენდებულიც კი არის,"- აცხადებს პარტია ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
სრულად წაიკითხეთ სტატია