მოგვიწოდებდნენ
ეკონომიკური სანქციები
დაგვეწესებინა
რუსეთისთვის და აღმოჩნდა,
რომ ერთი ძირი ვენახი რომ
არ აქვთ, ის ქვეყნები არიან
ღვინის და ზოგადად
ალკოჰოლური სასმელების
ყველაზე დიდი
ექსპორტიორები რუსეთში, -
განაცხადა გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ,
ვლადიმერ
ბოჟაძემ.დეპუტატი
გამოეხმაურა ლიეტუვის,
ლატვიისა და ესტონეთის
მიერ დაწესებული
სანქციების
საკითხს.„კიდევ უფრო
არასერიოზულია ის
დამოკიდებულება, რომელიც
ჩვენ სანქციებთან
მიმართებაში ვიხილეთ. როცა
ასანქცირებენ ჩვენი
ქვეყნის მოსამართლეებს,
პროკურორებს და
პარლამენტის წევრებს და
თავად ასევე თავის დროზე
მოგვიწოდებდნენ
ეკონომიკური სანქციები
დაგვეწესებინა
რუსეთისთვის, ახლა
აღმოჩნდა, რომ ერთი ძირი
ვენახი რომ არ აქვთ, ის
ქვეყნები არიან ღვინის და
ზოგადად ალკოჰოლური
სასმელების ყველაზე დიდი
ექსპორტიორები რუსეთში“, -
აღნიშნა ბოჟაძემ.