ლობიზმის შედეგი და მორიგი
უსამართლო დამოკიდებულება
ქვეყნის მიმართ - ასე
აფასებს მმართველი გუნდი
ჯინ შაჰინის განცხადებას,
რომელმაც სოციალურ ქსელში
საქართველოს შესახებ
პოსტი გამოაქვეყნა."გიორგი
ბაჩიაშვილის გატაცების
შესახებ ცნობები ქართულ
დემოკრატიაზე დარტყმას
წარმოადგენს. დაწერა
სენატორმა იქსზე და
განაცხადა, რომ განაგრძობს
ძალისხმევას, მათ შორის
"მეგობარი აქტის"
მიღებით“."ქართულ ოცნებაში"
აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილი
მძიმე დანაშაულშია
მსჯავრდებული და როდესაც
მისი დაკავება
დემოკრატიაზე დარტყმად
ფასდება, ეს პირდაპირ
მიანიშნებს განცხადების
ავტორის
მიკერძოებულობაზე."სტრატეგია
აღმაშენებლის"
დამფუძნებლის, კოალიცია
"ერთიანობა-ნაციონალური
მოძრაობის" ერთ-ერთი
ლიდერის, გიორგი ვაშაძის
თქმით, მნიშვნელოვანია
სენატორების განცხადება,
რადგან დღის წესრიგია
"მეგობარი აქტის"
დამტკიცება სენატის
დონეზე."ძალიან კარგად
ხედავენ ჩვენი
პარტნიორები და ძალიან
მნიშვნელოვანია
სენატორების განცხადება,
რადგან ჩვენ ველოდებით
"მეგობარი აქტის"
დამტკიცებას სენატის
დონეზე. ამერიკა რაში
გვიჭერს ჩვენ მხარს?
ავაშენოთ დემოკრატიული,
თავისუფალი სახელმწიფო,
რომელიც იქნება ძლიერი
ძლიერთა შორის", - განაცხადა
გიორგი ვაშაძემ.პარტია
"ლელო-ძლიერი საქართველოს"
პოლიტიკური საბჭოს წევრის,
თაზო დათუნაშვილის
განცხადებით, ყველა
ზეწოლის ფორმას
მიესალმება, რომელსაც
საქართველოს ნამდვილი
მეგობრები
მიმართავენ."ყველა ზეწოლის
ფორმას, რომელსაც
საქართველოს ნამდვილი
მეგობრები მიმართავენ,
მივესალმები, რადგან
საქართველოს მეტი და მეტი
მოქალაქის ყოველდღიურობა
ხდება გაუსაძლისი ამ
ვითარებაში, ამ
უსამართლობაში", -
განაცხადა თაზო
დათუნაშვილმა.