„სანამ წინა ხელისუფლება 2008
წლის მოღალატეობრივ
ქმედებას ჩაიდენდა,
რამდენიმე ხნით ადრე
გააუქმა კანონი სამშობლოს
ღალატის შესახებ. ხომ
წარმოგიდგენიათ უკვე რა
ფიქრები ჰქონდათ და რა
ნაბიჯებს დგამდნენ“, - ამის
შესახებ დედაქალაქის
მერმა მედიასთან
შესაბამისი კითხვის
საპასუხოდ ისაუბრა.კახა
კალაძის თქმით, სისხლის
სამართლის კოდექსში
„სამშობლოს ღალატის“
მუხლის დაბრუნება
მნიშვნელოვანია, რათა 2008
წლის აგვისტოს ქმედებებს
შესაბამისი გამოძიება
მოჰყვეს.„ასევე, აღნიშნული
მუხლის აღდგენა
მნიშვნელოვანია, რომ
თუნდაც დავუბრუნდეთ 2008 წლის
აგვისტოს ომს, მოხდეს
გამოძიება. ყველა კითხვას,
რომელიც საზოგადოებაში
არსებობს, ყველა იმ
ადამიანს, ვინც ქვეყანას
უღალატა, დაკარგა
ტერიტორიები თავისი
უგუნური ქმედებების
შედეგად, გაეცეს
შესაბამისი პასუხები. მათი
ქმედებები გააზრებული იყო,
ძალიან კარგად იცოდნენ რას
აკეთებდნენ, ვის ინტერესს
ემსახურებოდნენ, ვინ იდგა
ამის უკან“, - განაცხადა
თბილისის მერმა.