ყველას მუშაობით,
განსაკუთრებით კი სახალხო
პროტესტით, მნიშვნელოვანი
შედეგები დაიდო, მაგრამ
განვითარების აღმავალი
ხაზი აღარ შეინიშნება,
ყველაფერი კარგად არაა და
ეს მეტი მოქმედებისკენ
უნდა გვიბიძგებდეს, – ამის
შესახებ „კოალიცია
ცვლილებებისთვის“
ერთ-ერთი ლიდერი ნიკა
გვარამია სოციალურ ქსელში
წერს.მისივე თქმით,
კარდინალური ცვლილებების
დროა.„ჩემთვის რამდენიმე
რამეა ცხადი: რაც კეთდება,
გინდა აქტივისტების, გინდა
პოლიტიკოსების, გინდა
„ენჯეოების“, გინდა
მედიების მიერაც კი,
საკმარისი არაა – რეჟიმი
აგონიაში არაა. იგი
დასუსტებულია,
იზოლაციაშია, მაგრამ
ადაპტირებულია პროტესტსაც
და იზოლაციასაც; დაჭერები
მუშაობს. თუ ღიას არა,
შინაგან ცენზურას მაინც
იწვევს და სიფრთხილეს,
რომელიც დაჭერების
ინტენსივობის მატების
კვალდაკვალ,
ტრანსფორმირდება შიშში
(რაც ძალიან ბუნებრივი და
ადამიანურია); პატიმრებს
ვერ ვშველით, მოშიმშილეები
სიკვდილის პირას არიან;
ყველას მუშაობით,
განსაკუთრებით კი სახალხო
პროტესტით, მნიშვნელოვანი
შედეგები დაიდო, მაგრამ
განვითარების აღმავალი
ხაზი აღარ შეინიშნება
მინიმუმ ერთი თვეა;
პოლიტიკოსებმა ყველაფერი
არ იციან და ყველაფერი არ
შეუძლიათ. არაა სწორი
მათგან შეუძლებლის
მოთხოვნა და,
განსაკუთრებით,
განტევების ვაცის ძერწვა.
არც ახალი პარტიაა პანაცეა
და არც არსებული პარტიების
სრული შერწყმა; კრიტიკა,
ვისიც და რისიც არ უნდა
იყოს, მტრობა არაა და მისი
აუტანლობა და პრაქტიკულად
აკრძალვა, მხოლოდ საკუთარ
და საკუთარი ბაბლის
ფსიქოლოგიურ კომფორტს
ემსახურება, აფუჭებს
საქმეს და გვაშორებს
მიზანს; ყველაფერი კარგად
არაა, ყველაფერი რთულადაა
და ეს კიდევ უფრო მეტი
მოქმედებისკენ უნდა
გვიბიძგებდეს და არა
ხელების ჩამოყრისკენ ან
კომფორტზონის ძებნისკენ,
რაც თავის მოტყუებას
გულისხმობს, რომ ყველაფერი
გადასარევად მიდის; გრძელი
ნახევრად ლიტერატურული
ტექსტებით,
გულისამაჩუყებელი
ისტორიებით და
დითირამბებით დიქტატურა
არსად და არასდროს არ
დამარცხებულა. არსად და
არასდროს; კარდინალური
ცვლილებების დროა, რაც
ყველამ ერთად უნდა
მოვიფიქროთ“, – წერს
გვარამია.ცნობისთვის,
„სტრატეგია აღმაშენებლის“
ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ
განაცხადა: „ოპოზიციამ
უპირობოდ დიდი
გაერთიანება უნდა
ჩამოაყალიბოს. ნახევრად
ერთიანობა არ გამოვა. რა
არის გასაკეთებელი:
სასწრაფოდ, სალომე
ზურაბიშვილმა უნდა თქვას,
რომ ყველა პოლიტიკურ ძალას
ვიხმობ ჩემთან, ერთიან
პლატფორმას ვაკეთებთ, უნდა
ვიყოთ ერთიანები“.