მსახიობი და მოდელი
კესარია აბრამიძე თეთრი
საქორწილო კაბით
დაკრძალეს, რომელიც მას
დიზაინერმა დათუნა
სულიკაშვილმა
შეუკერა.„სანამ ეს ამბავი
მოხდებოდა, იმ დღეს 3 საათით
ადრე დამირეკა და მითხრა,
რა არის ერთი კაბა ვერ
შემიკერე, მაინც და მაინც
უნდა გავთხოვდეო?
ვთხოვდებიო. სამ საათში
ვიგებ, რომ მოკლეს, ძალიან
მძიმე იყო.მართლა
საქორწილო კაბა შევუკერე,
ისეთი როგორიც მას
შეეფერებოდა...“ - ამბობს
დათუნა სულიკაშვილი
,,პრაიმტაიმთან“.შეგახსენებთ,
რომ მოდელი და მსახიობი,
კესარია აბრამიძე 18
სექტემბერს, თბილისში,
საკუთარ სახლში მოკლეს. 37
წლის ქალს 28 ჭრილობა
აღენიშნებოდა.კესარია
აბრამიძის მკვლელობის
ბრალდებით, მისი მეგობარი
მამაკაცი ბექა ჯაიანი
დააკავეს.მოსამართლემ
კესარია აბრამიძის
მკვლელობაში ბრალდებულს
წინასწარი, ორთვიანი
პატიმრობა
შეუფარდა.ცნობისთვის, ბექა
ჯაიანს ბრალდება
საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 109-ე
მუხლის „თ“ და „მ“
ქვეპუნქტებით წარედგინა,
რაც გენდერის ნიშნით,
განსაკუთრებული
სისასტიკით განზრახ
მკვლელობას გულისხმობს და
სასჯელის სახედ და ზომად
16-დან 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.არსებული
ინფორმაციით, დაკავებულ
კაცს კესარიასთან
ურთიერთობა დიდი ხნის
განმავლობაში ჰქონდა.