მკაცრად ვგმობთ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებსა და რუსეთის ტერიტორიაზე ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნას, შემაშფოთებელია, რომ ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა ვერ გმობს ამ ე.წ. არჩევნებს - ნიკოლოზ სამხარაძე

Primetime.ge 1 დღე წინ 7
მკაცრად ვგმობთ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებსა და რუსეთის ტერიტორიაზე ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნას, შემაშფოთებელია, რომ ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა ვერ გმობს ამ ე.წ. არჩევნებს - ნიკოლოზ სამხარაძე
მკაცრად ვგმობთ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რუსეთის ტერიტორიაზე ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნას, შემაშფოთებელია, რომ ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა ვერ გმობს ე.წ. არჩევნების ჩატარებას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ  ეუთო-ს ეუთოს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.სამხარაძის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ მცდელობას წარმოადგენს.„უპირველეს ყოვლისა, მინდა ყურადღება გავამახვილო ქართველი ერისთვის ყველაზე მტკივნეულ და ღრმად შემაშფოთებელ მოვლენაზე. ეს არის საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაცია და ბოლო მოვლენები, რომლებმაც კიდევ უფრო დაამძიმეს ადგილზე არსებული ვითარება. გასულ შაბათს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები. გარდა ამისა, ამ სამარცხვინო არჩევნებისთვის მოსკოვსა და ჩერკასკში გაიხსნა ორი საარჩევნო უბანი. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნას. ეს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ მცდელობას. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, დე ფაქტო ხელისუფლების ყველა ქმედება და საკანონმდებლო აქტი ბათილად არის გამოცხადებული. შემაშფოთებელია, რომ ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა ვერ გმობს ამ ე.წ. არჩევნების ჩატარებას. ევროპული უსაფრთხოების ფართო კონტექსტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის არასათანადოდ განხილვა იწვევს განცდას, რომ სტაბილურობის უზრუნველყოფა, მშვიდობიანი თანაარსებობა, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა და მიმდინარე ოკუპაციის აღიარება სცილდება ამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია