მიხეილ ჯანელიძე: …რისი მიზეზიც, ჩემდა სამწუხაროდ, შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხე

News.ge 1 დღე წინ 8
მიხეილ ჯანელიძე: …რისი მიზეზიც, ჩემდა სამწუხაროდ, შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხე
„ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო საზოგადოების შემზადება ახალი პროპაგანდისტული მესიჯის გავრცელებით: „ქართველი კაცის პატრიოტიზმი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე არ გაიცვლება“, რისი მიზეზიც, ჩემდა სამწუხაროდ, შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხე“,-  წერს საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი (2015-2018) მიხეილ ჯანელიძე.
„ქართულმა ოცნებამ შეძლო ბევრი პროპაგანდისტული მესიჯის გატანა, თუმცა, იმედი მაქვს რომ ეს ბოლო მესიჯი მაინც არ იმუშავებს. ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება ამ მესიჯით შეურაცხყოფას აყენებს მთლიანად საქართველოს და მიიჩნევს, რომ ხალხი ბრბოა და ნებისმიერ პროპაგანდისტულ მესიჯს მიიღებს. როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქემ დაიჯეროს, რომ:
– ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით, თურმე ევროკავშირი სარგებლობს და არა საქართველო;
– ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უკავშირდება ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული პოლიტიკის გატარებას საქართველოში.
საქართველოს მოქალაქეები 2017 წლის შემდეგ სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით და მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული თუ რა სიკეთეები მოუტანა მათ ამ რეჟიმმა.
– უკანონო მიგრაციის გამო წლობით დაშორებული ოჯახები გაერთიანდნენ, შვილები წლების მანძილზე უნახავ დედებს შეხვდნენ;
– ათიათასობით ადამიანმა შეძლო სასიცოცხლო სამედიცინო დახმარების მიღება;
– ათიათასობით ადამიანმა ისარგებლა ლეგალური დროებითი მიგრაციითა და დასაქმებით;
– ათიათასობით სტუდენტმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენელმა, ისარგებლა დროებითი გაცვლითი პროგრამებით, კონფერენციებითა და სხვა აკადემიურ/საგანმანათლებლო ღონისძიებებით;
– მცირე და საშუალო ბიზნესმა ისარგებლა გამოფენებსა და სხვა ბიზნეს ღონისძიებებში მონაწილეობით.“
⭕ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს საქართველოს. გუშინ, 17 აპრილს, უვიზო მიმოსავლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილი ამბობს, რომ ,- „უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს – ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!“
სრულად წაიკითხეთ სტატია